“მივიღე გადაწყვეტილება ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე კონკურსში მივიღო მონაწილეობა”- რუმინეთის პრეზიდენტი

27
spot_img

რუმინეთის პრეზიდენტი ნატოს გენერალური მდივნის პოზიციაზე კენჭისყრას აპირებს. ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა განაცხადა.

“გადაწყვეტილება მივიღე მონაწილეობა მივიღო ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე კონკურსში. ეს რუმინეთის კანდიდატურაა, ნატო ღირებულებებისადმი ჩემი მყარი ერთგულებაა”, – განაცხადა იოჰანისმა.

მისი თქმით, ორი ათწლეული გავიდა მას შემდეგ, რაც რუმინეთი გახდა ნატოს წევრი, რომელიც 75 წლის განმავლობაში დემოკრატიას და თავისუფლებას ავრცელებს და პარტნიორების დიდი ქსელი შექმნა.

“ნატოს ქოლგამ ისტორიაში უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტიები მოგვცა… სამხედრო კონფლიქტი ევროპაში – ეს რეალობაა, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ნაკლებად შესაძლებელი ჩანდა. რუსეთი ამტკიცებს, რომ გრძელვადიანი საფრთხეა ჩვენი კონტინენტისთვის. ნატო საზღვრები პირველხარისხოვან მნიშვნელობას იძენს, და აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება გრძელვადიან პრიორიტეტად დარჩება”, – განაცხადა იოჰანისმა.