,,ადეიშვილის საკითხს ანტიდასავლური რიტორიკისთვის იყენებს”- ალეკო ელისაშვილი

38
spot_img

მოდი, ერთად ვკითხოთ „ქართულ ოცნებას“, რატომ არ იძებნება ზურაბ ადეიშვილი 2015 წლის შემდეგ, ან ვიქტორ ორბანმა რატომ გადაუსვა ხელი ადეიშვილს?, – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირების მიზნით, გერმანიისა და ბელგიის მიმართ საქართველოს პროკურატურის მიმართვის საკითხს გამოეხმაურა.

როგორც ელისაშვილმა მედიასთან თქვა,  „ქართული ოცნება“ ადეიშვილის საკითხს ანტიდასავლური რიტორიკისთვის იყენებს.

„ეს არის მორიგი მავნებლობა „ქართული ოცნების“ მხრიდან, თან ვისთან მავნებლობენ, რომლებსაც გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის, გავხდებით თუ არა ევროკავშირის წევრი. ევროკავშირში, ვინც მეტ ფულს იხდის, ვისაც უფრო ძლიერი ეკონომიკა აქვს, ის არის წამყვანი ქვეყანა, ასეთი ორი ქვეყანაა: გერმანია და საფრანგეთი. გერმანიას ლანძღავენ და ელჩს იბარებენ.

განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, ელისაშვილმა გვარამია-მელიას პოლიტიკურ ერთობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილზე მეტი „ნაციონალი“ ნიკა გვარამია იყო.

მისივე შეფასებით, მელია-გვარამიას ახალი პოლიტიკური მოძრაობა „ნაციონალური მოძრაობის“ ნიშაში იქნება და რამე ცვლილებების გამოწვევას ვერ შეძლებენ.