აშშ-ში თებერვალში, საწვავისა და საცხოვრებლის ფასების ზრდის ფონზე, სამომხმარებლო ფასები გაიზარდა

32
People shop in the food section of a retail store in Rosemead, California, on January 19, 2024. Inflation is mostly declining, but stubbornly high prices mean people are still struggling to put food on the table, pay the rent or run their car, with the state of the economy likely a key issue for US voters in the 2024 elections. (Photo by Frederic J. BROWN / AFP) (Photo by FREDERIC J. BROWN/AFP via Getty Images)
spot_img

აშშ-ში თებერვალში სამომხმარებლო ფასები გაიზარდა საწვავისა და საცხოვრებლის ფასების ზრდის ფონზე, – ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„როიტერის“ ცნობით, ზედიზედ მეორე თვეა, ქვეყანაში ინფლაციის მდგრადი მაჩვენებელია. გაზრდილი სამომხმარებლო ფასები და ინფლაცია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს ერთ-ერთი მთავარი დომინანტური თემაა.

„როიტერის“ მასალაში ნათქვამია, რომ, აშშ-ის შრომის დეპარტამენტის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი გასულ თვეში 0,4%-ით გაიზარდა, იანვარში კი აღნიშნული მაჩვენებლის ზრდამ 0,3% შეადგინა. კერძოდ, ამავე სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში ბენზინის ფასი თებერვალში 3,8%-ით გაიზარდა, იანვარში დაფიქსირებული 3,3%-იანი კლების შემდგომ. რაც შეეხება საცხოვრებლის ღირებულებას, ქირის ჩათვლით, ფასები თებერვალში 0,4%-ით გაიზარდა, წინა თვეში 0,6%-ით გაზრდის შემდეგ. ამასთან, უწყების ცნობით, თებერვალში უცვლელი დარჩა სურსათის ფასი, რომელიც იანვარში 0,4%-ით გაიზარდა.

„როიტერი“ წერს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში აშშ-ის სამომხმარებლო ფასების ინდექსი 3,2%-ით არის გაზრდილი.