რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი ევროკომისიის რეკომენდაციებს ეხმაურება.
„მივესალმები ევროკომისიის რეკომენდაციებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, იმის გაგებით, რომ გადაიდგმება მთელი რიგი ნაბიჯები და დაიწყება გაწევრიანების მოლაპარაკებები ბოსნია-ჰერცოგოვინასთან მას შემდეგ, რაც მიიღწევა წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელი ხარისხი“,- წერს რუმინეთის პრეზიდენტი „ტვიტერზე“.