ე.წ შს მინისტრი აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში შვიდ შეიარაღებულ პირს ეძებენ

106
spot_img

ოკუპირებულ აფხაზეთში შვიდ შეიარაღებულ ადამიანს ეძებენ. ამის შესახებ განცხადებას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “შინაგან საქმეთა მინისტრი” რობერტ კიუტი ავრცელებს.

მისი თქმით, გულრიფშის რაიონში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “ძალოვანი სტრუქტურები” შეიარაღებული ადამიანების ჯგუფს ეძებენ, მას შემდეგ, რაც ისინი ადგილობრივმა მონადირეებმა შეამჩნიეს.

კიუტმა აღნიშნა, რომ მონადირეების ცნობით, შეიარაღებული ადამიანების ჯგუფს რამე საიდენტიფიკაციო ნიშნები არ გააჩნდათ.

“ისინი უცხოური იარაღით იყვნენ შეიარაღებული, სავადაუდოდ М-4 შაშხანებით, შავ ფორმაში, ნიღბებით, ჩაფხუტებით, კარგად ეკიპირებულნი. მათ ასევე დრონი გააჩნდათ, რომელიც ტერიოტორიაზე დაფრინავდა,” – განაცხადა კიუტმა, რომელსაც აფხაზური “სპუტნიკი” ციტირებს.

კიუტმა ასევე აღნიშნა, რომ სოხუმამდე ყველა მისასვლელი გადაკეტილია.