ეს გადამწყვეტი მომენტია ტრანსატლანტიკური ერთიანობისთვის, კანდიდატ და ასპირანტ ქვეყნებს ვახალისებთ მომენტით ისარგებლონ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა.
„მივესალმებით ამ განცხადებას ევროკომისიისგან მისი რეკომენდაციების შესახებ ევროკავშირის გაფართოებისთვის. მყარად ვუჭერთ მხარს ათი კანდიდატი და ასპირანტი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს. ეს, როგორც იცით, ევროკავშირის პროცესია, მაგრამ გვჯერა, რომ ეს გადამწყვეტი მომენტია ტრანსატლანტიკური ერთიანობისთვის, და კანდიდატ და ასპირანტ ქვეყნებს ვახალისებთ მომენტით ისარგებლონ, რათა მათი სრული პოტენციალი გამოავლინონ“, – განაცხადა პატელმა.