,,მიწისქვეშა ბიძგებს ნგრევა არ მოჰყოლია”-

24
spot_img

ონის მუნიციპალიტეტის მერის, სერგო ხიდეშელის განცხადებით, მიწისქვეშა ბიძგებს ნგრევა არ მოჰყოლია. ამის შესახებ სერგო ხიდეშელმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, მიწისძვრა სოფელ ფსორის მიმდებარე ტერიტორიიდან, დაახლოებით, ექვს კილომეტრში დაფიქსირდა.

„მიწისძვრას რაიმე ზიანი და ნგრევა არ მოჰყოლია. ჩემი ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამ დრომდე არ შესულა შეტყობინება დახმარების შესახებ“, – განაცხადა ონის მუნიციპალიტეტის მერმა.

საქართველოში მიწისძვრა დღეს მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ონთან ახლოს რამდენიმე წუთის ინტერვალით სამჯერ დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველი მიწისძვრა თბილისის დროით 17:44 საათზე მოხდა. სიმძლავრემ 4,8 მაგნიტუდა შეადგინა. 17:50 საათზე განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრემ 4.2 მაგნიტუდა შეადგინა. მესამე მიწისძვრა 18:31 საათზე მოხდა, რომლის სიმძლავრე 4 მაგნიტუდა იყო.