ქართული ხინკალი CNN-ის რეიტინგში მოხვდა

63
spot_img

CNN-მა მსოფლიოს საუკეთესო გულსართიანი ცომეული გამოავლინა, რომელთა შორის ქართული ხინკალიც მოხვდა. გავლენიანმა გამოცემამ 34 ქვეყნის საუკეთესო „დამპლინგი“ გამოაქვეყნა.

„ხინკალი მზადდება ნაკეცებით მოხვეულ ცომში საქონლისა და ღორის ხორცის მოთავსებით. როგორც წესი, მას მსხვილად დაფქულ შავ პილპილთან ერთად მიირთმევენ.

გასაკვირი არ არის, რომ აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და ცენტრალური აზიის მიჯნაზე, საქართველოს საკუთარი პროდუქტი აქვს“ – წერს გამოცემა.

ხინკალთან ერთად რეიტინგში იტალიური რავიოლი, ჩინური სიომაი, რუსული პელმენი და სხვა ქვეყნის გულსართიანი ცომეული მოხვდა.