“მისი „ტვინის“ ამ კოლოსალურ მუშაობას აშკარად აკლდა დილემის გადაჭრა: „ჩიხირთმა ჯობია თუ ბოზბაში“ – დავით ქართველიშვილი ნიკა გვარამიაზე

41
spot_img

„ქართული ოცნების” 20-წუთიანმა ყრილობამ მის გონებრივ „ფაზებს” შორის ისეთი ფატალური გადაადგილება გამოიწვია, რომ ჰუმანურობაც კი მოითხოვდა დღევანდელი ღონისძიების ესოდენ მოკლე ქრონომეტრაჟს – ერთსაათიან ხანგრძლივობას, საჭადრაკო დაფაზე „ჩაპაევის” თამაშს მიჩვეული „ინტელექტი“ ვერ გაუძლებდა, – ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა „ქართული ოცნების“ ყრილობის შედეგებზე ნიკა გვარამიას კომენტარი.

„ბეისბოლისტის მიერ საჭადრაკო პარტიის გარჩევა თუ შეგხვედრიათ? დღეს ნიკა გვარამიამ შემოგვთავაზა. “ქართული ოცნების” 20-წუთიანმა ყრილობამ მის გონებრივ „ფაზებს“ შორის ისეთი ფატალური გადაადგილება გამოიწვია, რომ ჰუმანურობაც კი მოითხოვდა დღევანდელი ღონისძიების ესოდენ მოკლე ქრონომეტრაჟს – ერთსაათიან ხანგრძლივობას, საჭადრაკო დაფაზე „ჩაპაევის“ თამაშს მიჩვეული „ინტელექტი“ ვერ გაუძლებდა.

თავის დროზე საჭადრაკო ტურნირზე, ერთდროული სეანსის დროს, ოსტაპ ბენდერმა თავის მოწინააღმდეგეებს მისთვის ერთადერთი ცნობილი დებიუტი შესთავაზა: е2е4. ამით მოგების დიდი იმედი არ ჰქონდა – უბრალოდ, ჩვეულებისამებრ, მისით აღფრთოვანებულ თაყვანისმცემლებს უბრალოდ „აბოლებდა“.

ხოლო ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ საჭადრაკო პარტიას, „ბეისბოლისტმა” გვარამიამ შემდეგნაირი კომენტირება მიაყოლა: კობახიძე ღარიბაშვილის მინისტრების პრემიერია? პრობლემა მხოლოდ მარტო წასულ ღარიბაშვილში იყო? კლანური ურთიერთდაპირისპირებებით ბიძინას დაშანტაჟება უკვე შესაძლებელია? მისი „ტვინის” ამ კოლოსალურ მუშაობას აშკარად აკლდა დილემის გადაჭრა: „ჩიხირთმა ჯობია თუ ბოზბაში” და ასევე „პუანკარეს განტოლების” ამოხსნის გვარამისეული ვარიანტი…“ – წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.