“უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაუმართლებელი ომი ევროპის უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ რჩება”

26
spot_img

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაუმართლებელი ომი ევროპის უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ რჩება.

“მინდა ხაზი გავუსვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი ყველაზე დიდი საფრთხეა ევროპის უსაფრთხოებისთვის. თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა წამოიწყო ეს გაუმართლებელი ომი უკრაინის წინააღმდეგ, რომელსაც სურს გაანადგუროს ქვეყანა და დაყოს ის ნაწილებად. ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ მეტი უკრაინის მხარდასაჭერად. ვიმეორებ – ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე ევროპის უსაფრთხოებისთვის. თუ ამას არ გავაკეთებთ, უფრო მაღალ ფასს გადავიხდით”, – დასძინა ჟოზეფ ბორელმა.