უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

85
spot_img

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ქართული ლეგიონი“ „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

„აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია დაიღუპნენ. ისინი ქართული ლეგიონის შემადგენლობაში უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდნენ.

ქართული ლეგიონი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. დიდება გმირებს!“,-  აღნიშნულია „ქართული ლეგიონის“ ფეისბუქგვერდზე.