მეზობელ ქვეყნებს ისრაელზე შეტევამდე 72 საათით ადრე ვაცნობეთ – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

28
spot_img

ირანი აცხადებს, რომ რეგიონში მეგობარ და მეზობელ ქვეყნებს ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციების შესახებ 72 საათით ადრე შეატყობინა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის მტკიცებით, ირანმა მეზობელ ქვეყნებს განუცხადა, რომ ოპერაცია ლეგიტიმური თავდაცვის სახით განხორციელდებოდა.

„ჩვენს ოპერაციებამდე დაახლოებით 72 საათით ადრე ვაცნობეთ ჩვენს მეგობრებსა და მეზობლებს რეგიონში, რომ ისრაელის წინააღმდეგ ირანის პასუხი იყო მკაფიო, ლეგიტიმური და შეუქცევადი“, – განაცხადა ამირ-აბდოლაჰიანმა.