ირანმა ისრაელი გუშინ უკანონოდ დაბომბა, საუბარია 300-ზე მეტ ბალისტიკურ და ფრთოსან რაკეტაზე, რომელიც სოფლებისა და ქალაქებისკენ იყო მიმართული, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისი თქმით, ამ თავდასხმაზე საერთაშორისო ორგანიზაციებმა შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინონ.
„საბედნიეროდ ძლიერი საჰაერო თავდაცვითი სისტემები აქვს ისრაელს. ასევე აშშ-სა და სხვა ქვეყნების დახმარებით დრონების უმეტესობა განეიტრალდა. თუმცა, ზიანი დადგა, მაგალითად 7 წლის მუსლიმი გოგო მძიმედ დაიჭრა. საერთაშორისო ორგანიზაციებმა შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინონ. ისრაელი ყოველთვის მზადაა საკუთარი მოქალაქეების დასაცავად“, – განაცხადა ელჩმა.