ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმას რომის პაპი ფრანცისკე გამოეხმაურა

16
spot_img

ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმას რომის პაპი ფრანცისკე გამოეხმაურა.

ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე გამოსვლისას ფრანცისკემ მოუწოდა ირანს და ისრაელს, თავი აარიდონ ყოველგვარ ქმედებას, რომელიც შეიძლება გაზარდოს ძალადობაში.

„გულწრფელად მოვუწოდებ მათ, შეწყვიტონ ნებისმიერი ქმედება, რამაც შესაძლოა გაამწვავოს ძალადობა. ეს ახლო აღმოსავლეთის კიდევ უფრო დიდ კონფლიქტში ჩათრევის საფრთხის შემცველია. საკმარისია ომი, საკმარისია თავდასხმები, საკმარისია ძალადობა“, – აცხადებს რომის პაპი.