“მართლწესრიგის ოფიცრების ინსტიტუტი ეტაპობრივად ყველა დიდ ქალაქში დაინერგება” – გომელაური

27
spot_img

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტზე ისაუბრადა აღნიშნა, რომ პოლიციის თანამედროვე საუბნო მიმართულება მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება.

„სამინისტროში გრძელდება საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციოსაქმიანობის პროექტი, რომლის ფარგლებში დაინერგა მართლწესრიგის ოფიცრისინსტიტუტი, როგორც პოლიციის თანამედროვე საუბნო მიმართულება. ამ ეტაპზე,მართლწესრიგის ოფიცრები, ქვეყნის მასშტაბით უკვე 3 დიდ ქალაქში მუშაობენ დააღნიშნული ინსტიტუტი ეტაპობრივად ყველა დიდ ქალაქში დაინერგება”, -განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.