„ლელო“ ოკუპანტის ინტერესების მსახურ ხელისუფლებას ნდობას არ გამოუცხადებს” – ანა ნაცვლიშვილი

83
spot_img

„ლელო“ ოკუპანტის ინტერესების მსახურ ხელისუფლებას ნდობას არ გამოუცხადებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ლელოს” დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სამთავრობო ცვლილებებით, არაფერი იცვლება.

“ქართული ოცნების” მთავრობამ ვინც არ უნდა წამოაყენოს პრემიერად და რა შემადგენლობის გუნდიც არ უნდა დაასახელოს, ფაქტი არის უცვლელი – ეს ხელისუფლება ემსახურება საქართველოს ოკუპანტის ინტერესებს. შესაბამისად, “ლელო”, რომელიც საქართველოს ინტერესებს ემსახურება, ოკუპანტის ინტერესების მსახურ ხელისუფლებას ნდობას არ გამოუცხადებს და მხარს არ დაუჭერს”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტი დღეს საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხსა და სამთავრობო პროგრამის განხილვას იწყებს. პარლამენტის დარგობრივი კომიტეტები სპეციალიზაციის მიხედვით განიხილავენ სამთავრობო პროგრამას და განახლებულ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას მოუსმენენ.

დღეს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები მინისტრობის 7 კანდიდატის პროგრამას მოისმენენ.