სტემის მთავარი საყრდენი ღირსეული, თანამედროვე და მოტივირებული პოლიციელია -ვახტანგ გომელაური

21
spot_img

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი, ვახტანგ გომელაური საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს სამინისტროში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებსა და პროექტებზე, ასევე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, უწყების მთავარი პრიორიტეტია ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შექმნა და კრიმინალთან ეფექტიანი ბრძოლა. გომელაურმა აღნიშნა, რომ ყოველწლიურად იზრდება დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, რაც თითოეული პოლიციელის დაუღალავი შრომის შედეგია.

„პროექტები, რომლის განხორციელებაც უკვე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მომავალ წლებშიც აქტიურად გაგრძელდება, დიდი პასუხისმგებლობაა თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენს სამინისტროში უკვე განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა და ეს პროცესი გაგრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო უსაფრთხოებასა და მართლწესრიგზე პასუხისმგებელი უწყებაა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია უსაფრთხო გარემოს შექმნა და ქვეყანაში კრიმინალთან ეფექტიანი ბრძოლა. ის რითიც ყოველ დღე ვამაყობ და რაც არის თითოეული პოლიციელის დაუღალავი შრომის შედეგი, არის სტატისტიკური მაჩვენებლები – დანაშაულის გახსნის სტატისტიკა, რომელიც ყოველწლიურად იზრდება და 2023 წლის ბოლოს უპრეცედენტო ნიშნულს, 64,87%-ს მიაღწია“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.