,,ხაზარაძეს და გახარიას სააკაშვილის გამოსვლის ეშინიათ”- თაკო ჩარკვიანი

26
spot_img

ხაზარაძეს და გახარიას სააკაშვილის გამოსვლის ეშინიათ , – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა ოპოზიციის ნაწილის მიერ პარლამენტში წარდგენილ ამნისტიის აქტზე საუბრისას განაცხადა.

თაკო ჩარკვიანის განცხადებით, გაუგებარია რატომაა ამნისტიის წინააღმდეგი „ლელო“ და გახარიას პარტია.

„წინასწარ რატომ გაგიჟდებიან ხოლმე და მაინცდამაინც ორადორი პარტია, რატომ? საქართველოში ყველაზე გაპატიოსნებული კორუფციონერი მამუკა შენ ხარ? არ გრცხვენია, კაცო, სულ არ გრცხვენია? ასეთი უტიფრობა რა უბედურებაა ან რატომ გაგიჟდა მაინც და მაინც ეს “ქართულ-ჯიგრულ პონტში” გაპატიოსნებული გახარია? თვალების დამთხრელ პოლიციელებზე პასუხი არ აგო გახარიამ და დააწინაურეს, ის არ არის კრიმინალი და იმაზე უფრო დიდი კრიმინალი ზის? ჩვენ პედოფილებზე კი არ ვლაპარაკობთ, იცით, რა ხალხი ზის იქ?“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.