უშანგი მამულაშვილი მოსკოვში დაუსწრებლად დააკავეს

49
spot_img

მოსკოვში უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მებრძოლი ქართული ეროვნული ლეგიონის ხელმძღვანელი, უშანგი მამულაშვილი დაუსწრებლად დააკავეს. როგორც TASS იტყობინება სამართალდამცავი ორგანოების წყაროზე დაყრდნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთის დედაქალაქის ბასმანის სასამართლომ მიიღო.

ჟურნალისტების ცნობით, საქართველოს მოქალაქე ორი თვით დააკავეს. ვადა გამოითვლება რუსეთში დაკავების ან ექსტრადიციის მომენტიდან.
გამოცემის წყარომ ასევე დაადასტურა, რომ მამულაშვილი საერთაშორისო ძებნილთა სიაშია შეყვანილი. წყაროს ცნობით, ქართველის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლით „დაქირავებული მებრძოლი“ და რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 282-ე მუხლით „სიძულვილის ან მტრობის აღძვრა, ასევე ადამიანის ღირსების დამცირება“.