“ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ღაზის სექტორში მიმდინარე ომის რეგიონულ კონფლიქტში გადაზრდის საშიშროებას განიხილავს” – Politico

53
spot_img

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოებისთვის ემზადება – ინფორმაციას Politico საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები უკვე განიხილავენ ღაზის სექტორში მიმდინარე ომის რეგიონულ კონფლიქტში გადაზრდის საშიშროებას და საპასუხო გეგმებზე მუშაობენ.

Politico ბაიდენის ადმინისტრაციის ოთხ მაღალჩინოსანზე დაყრნობით წერს, რომ თეთრ სახლში აქტიურად მიმდინარეობს საუბარი აშშ-ის ახლო აღმოსავლეთის ომში ჩართვის სცენარზე.

გამოცემის თანახმად, ამერიკის შეიარაღებულ ძალებშიც მუშავდება გეგმა, ირანის მხარდაჭერილი იემენელი ჰუსიტების წინააღმდეგ საპასუხო დარტყმების განსახორციელებლად.