“ჯივიპი” განცხადებას ავრცელებს

55
spot_img

ხვალ, 12 დეკემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპის ფარგლებში წყალმომარაგების ახალ მაგისტრალურ ქსელზე მასშტაბურ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე სრულად იცვლება 4.5 კმ წყალსადენისა და 2 კმ სიგრძის წყალარინების ქსელები.

„მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში წერეთლის გამზირზე ახლად მოწყობილი მაგისტრალური ქსელის, 2 კილომეტრამდე სიგრძის მონაკვეთის ექსპლუატაციაში გასაშვებად კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაერთებით სამუშაოებს ვანის ქუჩიდან შალიკაშვილის ხიდამდე, ერთდროულად 35 მონაკვეთზე შეასრულებენ. პარალელურად, ახალ ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდება და სახანძრო ჰიდრანტები მოეწყობა.

აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 12 დეკემბერს, დილის 10:00 საათიდან 13 დეკემბრის დღის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

დიდუბის რაიონში – წერეთლის, აღმაშენებლისა და თამარ მეფის გამზირების ნაწილს, გაფრინდაშვილის, წყალტუბოს, მირცხულავას, სამტრედიის, ბაქრაძის, აგლაძის, გუდაუთის, ხოშარაულის, ერისთავის, მაიაკოვსკის, პაიჭაძის, აბულაშვილის, ბაქრაძის, ვანის, კერესელიძის, კედიას, გვეტაძის, ფიფიას, ევდოშვილის, ქუთაისის, ბაგრატიონის, ქურდიანის, ცაბაძის, საირმის, კვინიტაძის, ლებანიძის, აბასთუმნისა და მიმდებარე ქუჩებს. გელოვანის, რობაქიძის, წინამძღვრიშვილის, ნინოშვილის, თევდორე მღვდლის ქუჩების ნაწილსა და თევდორე მღვდლის II ჩიხს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.