ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შანსები სულ უფრო მცირდება -კატარის პრემიერ-მინისტრი

33
spot_img

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შანსები სულ უფრო მცირდება, – ამის შესახებ კატარის პრემიერ-მინისტრმა, შეიხმა მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანიმ დოჰას ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

„ისრაელის მიერ ღაზის დაბომბვა ავიწროებს ფანჯარას ახალი ზავისთვის“, – აღნიშნა ალ-ტანიმ.

კატარის პრემიერ-მინისტრის თქმით, კატარი გააგრძელებს ძალისხმევას, რათა ზეწოლა მოახდინოს ორივე მხარის მიერ ცეცხლის შეწყვეტისკენ.

ამასთან, კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, პალესტინის პრემიერ-მინისტრმა, მოჰამედ შტაიემ განაცხადა, რომ ისრაელს „არ უნდა მიეცეს უფლება, განაგრძოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა“ და მოითხოვა საერთაშორისო სანქციების დაწესება.