„გირჩი“ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესი შეიცვალოს

46
spot_img

„გირჩი“ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესი შეიცვალოს. შესაბამისი ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან პოლიტიკური პარტიების ერთი პროცენტით დაფინანსების წესი უნდა შეიცვალოს და ის მიბმული გახდეს ბარიერის გადალახვაზე.

„მოქმედი კანონით, პარტია ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას იღებს პარლამენტის ბოლო არჩევნებში პირველი 50 000 ნამდვილი ხმის ფარგლებში მიღებული თითოეული ხმისთვის 15 ლარის, ხოლო, თითოეული შემდგომი ნამდვილი ხმისთვის – 5 ლარის ოდენობით. აღნიშნული დაფინანსების წესი არ იცვლება, თუ პარტია გადალახავს 5% ბარიერს ზუსტად იმდენ დაფინანსებას მიიღებს რამდენიც მოქმედი წესით არის განსაზღვრული. თუ ვერ გადალახავს, მაშინ სახელმწიფო ბიუჯეტში დაიზოგება თანხა. ხოლო, თუ პარტია გაერთიანდა სხვა პარტიასთან და გაერთიანების შედეგად გადალახეს ბარიერი, დაფინანსების ამ წესის გათვალისწინებით, პარტია, რომელიც აქამდე ერთი პროცენტის გადალახვისთვის მიიღებდა პირველი 50 000 ნამდვილი ხმისთვის 15 ლარს, მიიღებს 5 ლარს, ამიტომ, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ამ შემთხვევაშიც შემცირდება”, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.