იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე ევროკავშირის სამართლის ცენტრი შეიქმნება

13
spot_img

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას ევროკავშირის სამართლის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო პროექტებზე ისაუბრა.

როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, უწყების სასწავლო ცენტრის ბაზაზე ევროკავშირის სამართლის ცენტრი შეიქმნება.

„იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე შეიქმნება ევროკავშირის სამართლის ცენტრი, რის შედეგადაც მეტი შესაძლებლობა იქნება ევროკავშირის სამართლის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

„ცენტრის ამოქმედება ხელს შეუწყობს ევროკავშირის სამართლის შესახებ ცნობიერების ამაღლებას“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.