“სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და უკრაინის სახელმწიფოს ტერიტორიაზე უნდა იყოს” – ხატია დეკანოიძე

39
spot_img

სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და უკრაინის სახელმწიფოს ტერიტორიაზე უნდა იყოს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის წევრი, ხატია დეკანოიძე მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ამ მოთხოვნაში ახალი არაფერია და უკრაინელები ამაზე ძალიან დიდი ხანია საუბრობენ.

„სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე. მე ვფიქრობ, რომ მოქალაქეობისა და უკრაინის კონსტიტუციის გათვალისწინებით, უკრაინის კონსტიტუცია ცალსახად ამბობს, რომ საკონსტიტუციო სივრცეში, ვინც არის უკრაინის მოქალაქე, უკრაინის სახელმწიფო მათ იცავს და უკრაინის სახელმწიფოს ტერიტორიაზე უნდა იყოს. აქ ახალი არაფერია. ამასთან დაკავშირებით უკრაინელები ძალიან დიდი ხანია საუბრობენ“, – აღნიშნა დეკანოიძემ.

მიხაილო პოდოლიაკი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი აცხადებს, რომ ხელისუფლებას სააკაშვილთან დაკავშირებით არასწორი სტრატეგია აქვს არჩეული.