იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა

13
spot_img

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა. კანდიდატების მოსმენა ამავე კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე საათი მიმდინარეობდა. სხდომაში ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია.

ვაკანტურ თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ასარჩევად პარლამენტში წარდგენილი არიან: გიზო უბილავა, ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი.

კომიტეტის მხარდაჭერის შემდეგ საკითხი კენჭისყრისთვის მომდევნო კვირას პარლამენტის სხდომაზე დადგება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დასანიშნად კანდიდატს დეპუტატთა 76 ხმიანი კვორუმი სჭირდება.

კომიტეტის წევრებმა ასევე მხარი დაუჭირეს კანდიდატებს პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის გარეშე ეყაროთ კენჭი.