მე განაცხადი არ შემიტანია, ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში – ოხანაშვილი

18
spot_img

საპროკურორო საბჭო არის უფლებამოსილი, რომ პარლამენტს კანდიდატები წარუდგინოს. მე განაცხადი არ შემიტანია,­ ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში, აქედან გამომდინარე, ყველა ერთად დაველოდებით კანდიდატების წარმოდგენას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „მთავარი არხის” ინფორმაციას, რომ “ქართული ოცნება” გენერალურ პროკურორად მის წარდგენას აპირებს.

მისივე თქმით, საპროკურორო საბჭოს გადასაწყვეტია, ვის წარადგენს კანდიდატებად.

„ეს ჩვენს კომპეტენციაში არ არის ვისაუბროთ იმაზე, რაც უნდა გადაწყვიტოს საპროკურორო საბჭომ. საპროკურორო საბჭოს გადასაწყვეტია, ვის წარმოგვიდგეს. როდესაც წარმოგვიდგენს, იქ ნახავთ ვინ იქნება წარმოდგენილი. ვისაუბრო იმაზე, რაც ჩვენი კომპეტენცია არ არის არ იქნება სწორი. საპროკურორო საბჭო არავის სთავაზობს თანამდებობებს. ამას ელემენტარული ჩახედვა სჭირდება კანონმდებლობაში,” – განაცხადა ოხანაშვილმა.