ბოდიში უნდა მოიხადოს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების წინაშე!!-ეკა სეხნიაშვილი

38
spot_img

“მე როგორც აუტისტების უფლებადამცველი და აუტისტის დედა, ვგმობ აუტისტების დამამცირებელ მოხსენიებას!!!”-ასე ეხმაურება აუტისტ მშობელთა საზოგადოებრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე, ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, როდესაც ვაშაძემ აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანები დამამცირებელ კონტექსტში მოიხსენია.

“ვინც არ უნდა იყოს, პატივისცემის მიუხედავად, ბოდიში უნდა მოიხადოს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების წინაშე!! მე როგორც აუტისტების უფლებადამცველი და აუტისტის დედა, ვგმობ აუტისტების დამამცირებელ მოხსენიებას!!! აუტისტები არიან უჭკვიანესი და უთბილესი ადამიანები!! ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები და მათი შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოხსენიება არის დაუშვებელი და ეწინააღმდეგება ევროპულ ფუნდამენტურ ღირებულებებს !!!!-ეკა სეხნიაშვილი-აუტისტ მშობელთა საზგაერთიანების თავმჯდომარე, ,,ერთად დავძლიოთ აუტიზმის” დამფუძნებელი. Giorgi Vashadze / გიორგი ვაშაძე Levan Ioseliani მივმართავ სახალხო დამცველს და გიორგი ვაშაძეს, პოლიტიკოსების მხრიდან დაუფიქრებელ განცხადებებს მოჰყვება საზოგადოების არასწორი ინფორმირება და აუტისტების გარიყვა სამოქალაქო საზოგადოებიდან”-წერს სოციალურ ქსელში ეკა სეხნიაშვილი