“ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ომი ნაკლებად სავარაუდოა” – ლოიდ ოსტინი

28
spot_img

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ პენტაგონი ვერ ხედავს ყოვლისმომცველი კონფლიქტის დაწყებას ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

“ჩვენი მიზანია დავრწმუნდეთ, რომ შევაკავებთ ამ კრიზისს ღაზაში და თავიდან ავიცილებთ მოვლენების უფრო ფართო კონფლიქტში გადაზრდას. რეგიონში დიდი აქტივობაა, მაგრამ რეგიონში ყოველთვის დიდი აქტივობა იყო”, – აღნიშნა პენტაგონის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის დაძაბულობის მართვა ოსტატურად მოხდა.