“თუ უკრაინა გაიმარჯვებს, ევროპა აყვავებული და უსაფრთხო იქნება” – დმიტრო კულება

27
spot_img

ფრანგულ გამოცემა Le Figaro-სთან ინტერვიუში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ თუ უკრაინა გაიმარჯვებს, ევროპა აყვავებული და უსაფრთხო იქნება.

“ევროპა ძალიან დაგვეხმარა [უკრაინაში] რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ. მაგრამ ომის შედეგი მხოლოდ უკრაინის ინტერესებს არ ეხება. თუ უკრაინა გაიმარჯვებს, ევროპა იქნება აყვავებული და უსაფრთხო. თუ უკრაინა არ გაიმარჯვებს, ევროპა დაკარგავს კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ომი, მით უფრო იზრდება საფრთხე ევროპისთვის”, – აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

დმიტრო კულებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა არასდროს იტყვის უარს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაზე.

“დასავლური იარაღის საკითხი არ არის დაკავშირებული ჩვენი წინააღმდეგობის შესაძლებლობებთან. ეს მხოლოდ წინააღმდეგობის ფასს უკავშირდება. რაც ნაკლები იარაღია, მით უფრო მეტია მსხვერპლი. რაც უფრო ნაკლები იარაღია, მით უფრო მეტია რუსეთის ტერიტორიული მოგება”, – განაცხადა დმიტრო კულებამ.