“ევროპამ კრიზისის პირობებში, წესები უნდა შეცვალოს” – ემანუელ მაკრონი

43
spot_img

ევროპამ „ფერმერთა კრიზისის“ პირობებში წესები უნდა შეცვალოს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

„ევროპაში სასოფლო-სამეურნეო კრიზისს განვიცდით და ეს უკვე რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს. ჰოლანდიაში, გერმანიაში, ბელგიაში, რუმინეთში, პოლონეთში, საფრანგეთში – ყველგან ვხედავთ ოპოზიციური მოძრაობების მნიშვნელოვან ზრდას. ომი აქ არის, სამყარო იცვლება, ამიტომ ჩვენ უნდა გვქონდეს უფრო მარტივი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა“, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ესაუბრა.

„მე უბრალოდ, წინააღმდეგი ვარ თავისუფალი ვაჭრობის, როგორი ფორმითაც ჩვენ ამას ვაკეთებდით 90-იან წლებში. ეს არის ზუსტად მერკოსურის მოდელი. ევროპული ბაზარი მნიშვნელოვან დესტაბილიზაციას ახდენს ჩვენი პროდუქციის ფასებზე და არაკეთილსინდისიერ კონკურენციას ქმნის“,  – აღნიშნა მაკრონმა.