,,ისრაელის სამხედრო ოპერაცია სამი-ოთხი კვირა გაგრძელდება”- ბენიამინ ნეთანიაჰუ

45
spot_img

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს უთხრა, რომ ღაზის სექტორის ქალაქ ხან იუნისში ისრაელის სამხედრო ოპერაცია სამი-ოთხი კვირა გაგრძელდება. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ისრაელის მთავრობის მეთაურსა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ისრაელის სამთავრობო წყარო ამბობს, რომ ოპერაცია ამის შემდეგ ნაკლებად ინტენსიური იქნება.

პარალელურად, კიდევ ერთი სამთავრობო წყარო ამბობს, რომ ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებები კიდევ ორი თვე გაგრძელდება და ამ დროის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტა არ მოხდება.

პალესტინური მედიის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში ისრაელის არმიამ ღაზის სექტორის ჩრდილოეთში – ჯაბალია, სამხრეთში კი ხან იუნისი დაბომბა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა.

ისრაელის მედია წერს, რომ შემდგომი ორი თვის განმავლობაში ისრაელი ღაზის ზოგიერთ მცხოვრებს სახლში დაბრუნების საშუალებას მისცემს.