საუდის არაბეთის პრინცი თალალ ბინ აბდელ აზიზ ბინ ბანდარ ალ საუდი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედიები ავრცელებენ.
მედიის ცნობით, პრინცი, რომელიც საუდის არაბეთის სამეფო საჰაერო ჯარების პოლკოვნიკ-ლეიტენანტი იყო, 7 დეკემბერს, აღმოსავლეთ პროვინციაში, F-15 მოდელის ავიაგამანადგურებლის საწვრთნელი ფრენის დროს დაიღუპა.
62 წლის პრინცი სამეფოს დამაარსებლის, აბდელ აზიზ იბნ საუდის შვილიშვილი იყო.
2004-2012 წლებში პრინცი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურს ხელმძღვანელობდა.