,,ვერც ერთი სისხლის სამართლის საქმე, ვერც დანილოვის განცხადებები და სხვა სისულელე ვერ შემაჩერებს”- ალექსეი არესტოვიჩი

54
spot_img

ვერც ერთი სისხლის სამართლის საქმე, ვერც დანილოვის განცხადებები და სხვა სისულელე ვერ შემაჩერებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

არესტოვიჩის თქმით, ორი პროექტი უნდა დასრულდეს, რომლებიც საჭიროებს მის მუდმივ ყოფნას დასავლეთში.

„პირველი არის არაფორმალური პოლიტიკური პროექტი დასავლეთში მოსაზრებების ჩამოყალიბების მიზნით. მე ამას დავარქმევდი თვალის გახსნის პროექტს. მეორე პროექტი არის წმინდა თავდაცვითი, მაგრამ როცა მომწიფდება, საჯაროდ გამოცხადდება. როგორც კი ეს ყველაფერი დასრულდება, უკრაინაში დავბრუნდები და ვერც ერთი სისხლის სამართლის საქმე, ვერც დანილოვის განცხადება და სხვა სისულელე ვერ შემაჩერებს“, – განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა.

მანამდე, უკრაინის ეროვნული თავდაცვის და უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა მიანიშნა, რომ მოსკოვს შეუძლია, არესტოვიჩი გამოიყენოს უკრაინის წინააღმდეგ საინფორმაციო ომში.