,,ისრაელის საჰაერო თავდაცვა მობილიზებულია და ათობით თვითმფრინავი უკვე ცაში სრულ მზადყოფნაშია”- დანიელ ჰაგარი

35
spot_img

ირანის მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის გამო, ისრაელმა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობა აკრძალა და სამოქალაქო შეკრებებზე შეზღუდვები დააწესა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო საქმიანობა და 1 000-ზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა. ზოგიერთ რაიონში, მაგალითად, ღაზასა და ლიბანის საზღვრებთან ახლოს, შეკრების უფრო მკაცრი შეზღუდვები უკვე არსებობს.

ჰაგარის თქმით, შეზღუდვები ასევე ეხება სასკოლო ექსკურსიებსა და ბანაკებს. ახალი შეზღუდვები ორშაბათს, 23:00 საათამდე იქნება ძალაში.

მისივე განცხადებით, ისრაელის საჰაერო თავდაცვა მობილიზებულია და ათობით თვითმფრინავი უკვე ცაში სრულ მზადყოფნაშია.