,,შავი ზღვა აღარ არის ის, რაც გვთიშავდა დანარჩენ თანამედროვე მსოფლიოსგან”- პრეზიდენტი

17
spot_img

შავი ზღვა აღარ არის ის, რაც გვთიშავდა დანარჩენ თანამედროვე მსოფლიოსგან, ცივილიზებული სამყაროსგან, შავი ზღვა არის დღეს ის, რაც გვაერთიანებს და გვაძლევს იმედს, რომ ჩვენ მალე ვიქნებით ერთი დიდი ოჯახი ყველა თავისი იდენტობით, თავისი ენით, თავისი კულტურით და ყველა თავისი თავისუფლებით და ეს არის ევროპის მთავარი ნიშანი,- ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში მიწვეულ თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობის (TAF) სტუმრებს.

პრეზიდენტის თქმით, ისეთი ღონისძიებები, როგორიც არის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა აჩენს რწმენას, რომ საქართველო არ არის ჩამოშორებული ევროპას.

„ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ ევროპაზე და საქართველოს ევროპულ მომავალზე და არ დავიღლებით, მაგრამ საქართველოს ევროპული მომავალი, ასევე, არის, როდესაც ევროპა აქ არის და სწორედ თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა (TAF) არის ის მომენტი და ის ადგილი, სადაც ევროპა ჩვენთან არის და სადაც ჩანს, რომ ის, რაც ხდება თბილისში და ასევე ხდება ნებისმიერ ევროპულ ქალაქში, არის ძალიან ახლოს, ეს არის ის თანამედროვეობა, რომელიც გვაძლევს იმის ღრმა რწმენას, რომ ჩვენ არ ვართ ჩამოშორებული სადღაც შორს. შავი ზღვა აღარ არის ის, რაც გვთიშავდა დანარჩენ თანამედროვე მსოფლიოსგან, ცივილიზებული სამყაროსგან, შავი ზღვა არის დღეს ის, რაც გვაერთიანებს და გვაძლევს იმედს, რომ ჩვენ მალე ვიქნებით ერთი დიდი ოჯახი ყველა თავისი იდენტობით, თავისი ენით, ყველა თავისი კულტურით და ყველა თავისი თავისუფლებით და ეს არის ევროპის მთავარი ნიშანი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი მასპინძლობს თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობის (TAF) სტუმრებს, რომელიც „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო სივრცეში 11-13 აპრილს იმართება.