აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, ირანი ქვეყნის შიგნით სამხედრო აღჭურვილობას გადააადგილებს და ისრაელზე შესაძლო დარტყმისთვის ემზადება – CNN

32
spot_img

შეერთებული შტატები დაზვერვა აკვირდებოდა, როგორ გადაჰქონდა ირანს სამხედრო აღჭურვილობა ქვეყნის შიგნით, მათ შორის უპილოტო თვითმფრინავები და საკრუიზო რაკეტები. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მან შესაძლოა, ისრაელს საკუთარი ტერიტორიიდან დაარტყას. ამის შესახებ CNN-ს აშშ-ს დაზვერვასთან დაახლოებულმა ორმა წყარომ აცნობა.

ჯერჯერობით გაურკვეველია, ემზადება თუ არა ირანი საკუთარი მიწიდან პირველი შეტევის განხორციელებისთვის, თუ ცდილობს, ისრაელს, ან აშშ-ს მის ტერიტორიაზე შესაძლო საპასუხო თავდასხმაში ხელი შეუშალოს.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, აშშ-ს დაზვერვამ დაადგინა, რომ ირანი 100-მდე საკრუიზო რაკეტას ამზადებს.

აშშ-ის დაზვერვასთან დაახლოებულმა წყარომ განაცხადა, რომ ირანს სურს, დამასკოში მის საკონსულოზე ისრაელის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის გამო, საპასუხო დარტყმა „მნიშვნელოვანი“ იყოს.

თუმცა, CNN-ის ცნობით, ირანს ამავდროულად სურს, ისრაელთან და შეერთებულ შტატებთან პირდაპირ ომში ჩართვა თავიდან აიცილოს. სწორედ ამიტომ, აშშ-ს დაზვერვა მიიჩნევს, რომ ირანს შეუძლია თავისი მარიონეტული ძალები პირველი დარტყმისთვის გამოიყენოს.