ზაზა კანდელაკი ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

16
spot_img

საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც ისრაელში ცხოვრობს, მოვუწოდებთ, რომ გაითვალისწინონ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ისრაელის ხელისუფლებამ გასცა,- ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ზაზა კანდელაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ნებისმიერ დროს, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია მიიღოს საელჩოდან.

“მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი მოქალაქეებისთვის ნათელი გახდეს ის უსაფრთხოების ზომები, რომელიც გამოცხადებულია მსგავს სიტუაციაში. ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ნებისმიერ დროს, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია მიიღოს საელჩოდან. საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც ისრაელში ცხოვრობს, მოვუწოდებთ, რომ გაითვალისწინონ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ისრაელის ხელისუფლებამ გასცა. დაიცვან ამ რეკომენდაციების მიხედვით ყველა ის უსაფრთხოების ზომები, რომელიც აუცილებელია მსგავს სიტუაციაში“,-აღნიშნა ზაზა კანდელაკმა.

შეგახსენებთ, ისრაელმა განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99% მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე. თავდასხმისას დაშავდა სულ მცირე ერთი ადამიანი. დაშავებულია 7 წლის გოგონა.