ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღა გაუშვა

220
spot_img

ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღა გაუშვა.

ინფორმაციას ამის შესახებ ირანული მედია ავრცელებს.

მანამდე ისრაელის თავდაცვით ძალებში დაადასტურეს, რომ ირანმა ისრაელის წინააღმდეგ დრონების გამოყენებით თავდასხმა დაიწყო

„ცოტა ხნის წინ ირანმა თავისი ტერიტორიიდან ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა“, – ნათქვამია თავდაცვითი ძალების განცხადებაში.

ისრაელის არმიაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ყველა სამიზნეს აკონტროლებენ.