ისრაელმა სირიასა და იორდანიის თავზე ირანული დრონების ჩამოგდება დაიწყო

71
jj
spot_img

ისრაელმა სირიასა და იორდანიის თავზე ირანული დრონების ჩამოგდება დაიწყო.

ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

მანამდე ისრაელის თავდაცვით ძალებში დაადასტურეს, რომ ირანმა ისრაელის წინააღმდეგ დრონების გამოყენებით თავდასხმა დაიწყო

„ცოტა ხნის წინ ირანმა თავისი ტერიტორიიდან ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა“, – ნათქვამია თავდაცვითი ძალების განცხადებაში.

ისრაელის არმიაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ყველა სამიზნეს აკონტროლებენ.