ირაკლი ღარიბაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პარტიულ აქტივს შეხვდება

41
spot_img

9 მარტს, ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ზუგდიდის, მესტიის, ჩხოროწყუს, ხობის, სენაკის, მარტვილის, აბაშის, ფოთისა და წალენჯიხის პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრება სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, გიორგი გუგუჩია.