ნიკა გვარამიას პარტიის ახალი წევრი მაია კოპალეიშვილი გახდა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის ინტერესებს იცავდა

63
spot_img

იმას, რომ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციას შორის პირდაპირი კავშირები არსებობს, ნიკა გვარამიას პარტიაში მაია კოპალეიშვილის გამოჩენაც ადასტურებს. ის ერთ-ერთია, ვინც იმპიჩმენტის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის ინტერესებს იცავდა.

გუშინ ნიკა გვარამიას გვერდით გიორგი მაკასარაშვილიც გამოჩნდა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე იყო.

ჯერ ისევ უცნობია საარჩევნო მარათონში ნიკა გვარამია და ნიკა მელია ერთად ჩაერთვებიან თუ არა. სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გაირკვევა ნიკა მაჭუტაძის ბედიც, იქნება თუ არა ის ნიკა მელიას საარჩევნო სიაში. მან საკუთარი საარჩევნო ნომერი ნიკა მელიას მიმდინარე კვირას დაუთმო.