“ომში პაუზა ან კონფლიქტის გაყინვა უკრაინისა და ევროპისთვის დიდი პრობლემა იქნება, რადგან ეს პუტინს გაძლიერების საშუალებას მისცემს”- უკრაინის პრეზიდენტი

35
spot_img

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ომში პაუზა ან კონფლიქტის გაყინვა უკრაინისა და ევროპისთვის დიდი პრობლემა იქნება, რადგან ეს პუტინს გაძლიერების საშუალებას მისცემს.

“ომში პაუზა დიდი გამოწვევაა, ეს იქნება დიდი პრობლემა უკრაინისთვის და გაყინული კონფლიქტი იქნება დიდი პრობლემა მთელი ევროპისთვის. ასეთი გამოცდილება გვქონდა ყირიმისა და დონბასის ნაწილის ოკუპაციის შემდეგ. ზოგიერთი ამას ცეცხლის შეწყვეტას უწოდებს, მაგრამ ჩვენ ეს გამოვიარეთ. ეს არის პაუზა პუტინისთვის”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

“მათ [რუსეთს] აქვთ რაკეტების დეფიციტი. მათ აქვთ საარტილერიო ჭურვების დეფიციტი. მათ ეს პაუზა იმიტომ სჭირდებათ, რომ გამოცდილი სამხედრო პერსონალის ნაკლებობა აქვთ, რადგან ჩვენს ტერიტორიაზე დაკარგეს ისინი. მათ აკლიათ ოფიცრები და გაწვრთნილი ჯარისკაცები. ეს პაუზა პუტინს უწყობს ხელს”, – დასძინა მან.