ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ აირჩიეს

26
spot_img

ირაკლი ღარიბაშვილი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ აირჩიეს. შესაბამის გადაწყვეტილებას პარტიის მერვე ყრილობის დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ყრილობამდე გაიმართა პოლიტსაბჭოს სხდომა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარადგინა.

„ვულოცავ ბატონ ირაკლის და მადლობას გადავუხდი სამწლიანი მოღვაწეობისთვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, რომელმაც ჩვენს ქვეყანას უდიდესი წარმატებები მოუტანა“, – განაცხადა ყრილობაზე ირაკლი კობახიძემ.

სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ პარტიის რიგით მერვე ყრილობა მიმდინარეობს.

ახალი პრემიერისა და მთავრობის შემადგენლობის დამტკიცება პარლამენტში მომავალი სასესიო კვირისთვის იგეგმება.

სამთავრობო ცვლილებები მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 29 იანვარს ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერობიდან წასვლის შესახებ განაცხადა.