„ქართული ოცნების“ მმართველობის დროს ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა” – ირაკლი ღარიბაშვილი

19
spot_img

მინდა საზოგადოებას შევახსენო ვითარება, რომელიც ბატონ ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ დახვდა 2012 წელს ქვეყანაში. ეს არის ფეხქვეშ გათელილი ადამიანის უფლებები, ბიზნესის რეკეტი, პატიმრების წამება, უმუშევრობის მაღალი დონე, სოციალური სიდუხჭირე, ოკუპირებული ტერიტორიები, სრული განუკითხაობა და ქაოსი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალმა თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„2012 წელს ჩვენი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი იყო დაახლოებით 27 მილიარდი ლარი. წელს მთლიანი შიდა პროდუქტი გახდება 86 მილიარდი ლარი. ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა. ისტორიულ მინიმუმზე არის უმუშევრობისა და სიღარიბის დონე. ფაქტობრივად განახევრდა სიღარიბე.

2012 წელთა შედარებით, ნახევარზე მეტმა მილიონმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს. გატარდა მასშტაბური რეფორმები. ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების სისტემის, სოციალური თანასწორობის, სასამართლოსა და მედიის თავისუფლების – არსებითად ყველა მიმართულებით. განხორციელდა ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის მასშტაბური პროექტები. სწორედ ამ რეფორმებისა და პროექტების შედეგად, დღეისათვის საქართველო რეგიონში მოწინავე ლიდერია. მინდა ასევე შევახსენო საზოგადოებას, რომ როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინ საქართველოს არავითარი ხელშესახები შედეგი არ ჰქონდა ევროინტეგრაციის გზაზე. სწორედ „ქართლი ოცნების“ ხელისუფლების დროს მოეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს და ქვეყანამ შარშან დეკემბერში მიიღო კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.