“რა უნდა დავუწუნო? თვითონ მოისურვა წასვლა, მე არ მომისურვებია” – ივანიშვილი ღარიბაშვილზე

63
spot_img

„ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის თანამდებობიდან წასვლა თავად მოისურვა. მან ასე უპასუხა კითხვას, რატომ მოიტყუა, რომ პრემიერ-მინისტრი არ შეიცვლებოდა.

„რა უნდა დავუწუნო, ნახეთ როგორი კაცია. თვითონ მოისურვა, მე არ მომისურვებია,” – განაცხადა ივანიშვილმა.