,,იმაშიც ვერ გარკვეულან, რომ საქართველოს პარლამენტში არ ვარ – ამ დღეებში მწერენ, თურმე, იმ 84 დეპუტატიდან ერთ-ერთი ვარ, ვინც კანონის მიღებაზე ღილაკს თითი დავაჭირე”- ზურა ხაჩიძე

19
spot_img

იმაშიც ვერ გარკვეულან, რომ საქართველოს პარლამენტშიც არ ვარ. ამ დღეებში მწერენ, „მთაგავენ“, რომ თურმე, იმ 84 დეპუტატიდან ერთ-ერთი ვარ, ვინც ღილაკს თითი დავაჭირე”, – ამის შესახებ მუსიკოსმა ზურა ხაჩიძემ ტატა ხუნდაძის ვიდეოჩანაწერზე საუბრისას განაცხადა.

„იმედის კვირას“ ზურა ხაჩიძემ განუცხადა, რომ ვიდეოს გავრცელების შემდეგ, მას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულმა მედიებმა დაურეკეს.

„მონა, მონაო! ხმა რომ გავიგე, მოვტრიალდი და ვკითხე, ვის ეუბნები? ეს ამბავი ნიკოლაძის ქუჩაზე, ვერაზე, ჩემს უბანში მოხდა. შენო და დავიწყე გადასვლა. დავინახე, რომ ტელეფონი ამოიღო და გადაღება დაიწყო.

იმაშიც ვერ გარკვეულა, რომ საქართველოს პარლამენტშიც არ ვარ. ამ დღეებში მწერენ, „მთაგავენ“, რომ თურმე იმ 84 დეპუტატიდან ერთ-ერთი ვარ, ვინც ღილაკს თითი დავაჭირე.

გამჭვირვალობის კანონის მიღებიდან მეორე თუ მესამე დღეა, სოციალურ ქსელში დადო თუ არა ვიდეო, მომენტალურად დამირეკა „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატმა ტელევიზიებმა და მკითხეს – ქალზე იძალადეთ? ღმერთმა დამიფაროს, რომ ოდესმე ქალზე ვიძალადო“, – განაცხადა ხაჩიძემ.