ვხედავთ მართლაც უპრეცედენტო ზიზღის ენის გავრცელებას და ბულინგს ადამიანების მხრიდან, რომლებმაც ნახეს და საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ არალეგიტიმური გზებით და ძალადობით ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწიეს და ვერასოდეს მიაღწევენ, – ასე ეხმაურება გივი მიქანაძე უმრავლესობის წევრების მიმართ განხორციელებულ ბულინგს.
„იმედის კვირასთან“ საუბრისას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ასეთ ქმედებებს „ნეოფაშისტურ და ნეობოლშევიკურ გამოხატულებას“ უწოდებს.
„მოუწოდებენ ფაქტობრივად ლიკვიდაციისკენ დეპუტატებთან მიმართებაში და ცდილობენ რომ ინდივიდუალურად დეპუტატებს დაესხან თავს და მათ მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები ან წარწერები გააკეთონ. ეს არის ცალსახად ნეოფაშისტური და ნეობოლშევიკური გამოხატულება, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს რა არის ამ ადამიანების რეალური სახე“, – განაცხადა მიქანაძემ.