იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.2 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

85
spot_img

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 17 786.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16.2 პროცენტით მეტია.

აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 5 102.7 მლნ. აშშ დოლარი იყო, ზრდამ 12.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იმპორტი 12 683.4 მლნ. აშშ დოლარი, ანუ გაიზარდა 17.8 პროცენტით.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში 7 580.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.6 პროცენტია.