“საფრთხეები არსებობს, რომ მომავალში უფრო გართულდეს ტრანსპორტის გადაადგილება ქალაქში” – გია ცაგარეიშვილი

78
spot_img

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, გია ცაგარეიშვილი დედაქალაქში ე.წ. საცობებთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს გამოეხმაურა.

„საფრთხეები არსებობს, რომ მომავალში უფრო გართულდეს ტრანსპორტის გადაადგილება ქალაქში. სწორედ აქედან გამომდინარეა მიღებული [დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტზე] გადაწყვეტილება, რომელიც პირდაპირ არის ორიენტირებული იმისკენ, რომ განტვირთოს ეს საკმაოდ რთული ვითარება. ვფიქრობ, ეს [გადაწყვეტილება] არ იქნება დასასრული ამ [საცობების] მიმართულებით ნაბიჯებისა“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილა. პროექტით, დედაქალაქში, დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და ჯარიმები იზრდება. პირველ შემთხვევაში ჯარიმა ათასი ლარია, შემდეგ უკვე გათვალისწინებულია სამიათასლარიანი ჯარიმა. გაზრდილი ჯარიმა დაეკისრება პირს, რომელიც დიდი გაბარიტების სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ეკონომიკური საქმიანობას ეწევა.ა